ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, 25 დეკემბერს, აინთება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელს პირველად, ბულვარის ცენტრალური შესასვლელში დაიდგა, რომლის მონტაჟიც ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიიდან აცნობეს, 25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებამდე კონცერტებია დაგეგმილი.
14:00 საათზე დაგეგმილია საბავშვო კონცერტი "ბასტი-ბუბუს" მონაწილეობით.
18:00 საათზე კი ნაძვის ხის ანთების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ავთო აბესლამიძე, ლაშა ღლონტი, გიორგი ნაკაშიძე, მორის მელაძე, ანრი გუჩმანიძე, სანდრო კურცხალიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ტუღუში, ხვიჩა მაღლაკელიძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ფუტკარაძე, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი
ხოლო თავად ნაძვის ხე, საზეიმოდ 20:00 საათზე აინთება.
ფოტო/ვიდეო: ბათუმის ბულვარი