სეზონური ვირუსების მატების ფაზა დაწყებულია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ
მისი თქმით, ვირუსები გავრცელება უკვე მეორე კვირაა დაიწყო დ დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.
„წინა წლებთან შედარებით, წელს ავადობა, ჰოსპიტალიზაცია და მძიმე შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. წამყვანი ვირუსია რინოვირუსი, რაც გაცილებით მსუბუქ ვირუსად ითვლება. რაც შეეხება გრიპს, უკვე გამოჩნდა სამივე ტიპის გრიპის ვირუსი, ესენია „ბე“, „ჰაშ 2“ და „ჰაშ 3“ ტიპის ვირუსები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე განცხადებით, ცირკულირებს ასევე ადენო, ენტერო და რესპირატორული ვირუსები.
რაც შეეხება, ვირუსების საწინააღმდეგო აცრას, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით უკვე 90 ათასი ადამიანია აცრილი, ხოლო კერძო სექტორში დაახლოებით 50 ათასი.