საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
საოკუპაციო რეჟიმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთასთვის 9 ნოემბერს დააკავეს და ბრალის აღიარებს სთოვენ. ექიმი აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება და სხვა საზღვრებს არ სცნობს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.