ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - აცხადებს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე.
მისი თქმით, საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება - აქციები, პიკეტირებები და სხვადასხვა აქტივობა ისევ გაგრძელდება.
"ოპოზიცია აპირებს, გააგრძელოს კოორდინირებული ქმედებები სანამ ჩვენი მთავარი მიზანი არ იქნება მიღწეული. მთავარი მიზანი კი არის, რომ ეს საარჩევნო სისტემა შევცვალოთ და ახალი საარჩევნო სისტემით ეს ხელისუფლება გავუშვათ ოპოზიციაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.