ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ კარიერის განმავლობაში მეექვსედ მიიღო "ოქროს ბურთი".
გამოცემა France Football-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება პარიზში გაიმართა.
ლესის მთავარი მეტოქეები "ლივერპულის" ჰოლანდიელი მცველი ვირგილ ვან დეიკი და "იუვენტუსის" პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდო იყვნენ.
არგენტინელმა ფეხბურთელმა "ოქროს ბურთი" 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში მოიპოვა.