საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აქცები აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენაა.
განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამართული აქციები არის სახედაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა.
შუღლის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დაუშვებელია! ეს პირები არიან ხელისუფლების მიერ მართული ძალები. ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას მართავს დაქსაქსვით და ურთიერთდაპირისპირებით, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პრინციპებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს მსგავსი უკანონო მოქმედებები და მკაცრად დასაჯოს ყველა კანონდამრღვევი. დროულად მოძებნოს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი."
„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და მხარდამჭერები ქუთაიში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გამართეს. მათ პარტიის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.