პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში 64% ნეგატიურად აფასებს. ასეთია Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით მომზადდა.
აღნიშნული მაჩვენებელი გამოკითხულ ახალგაზრდებში კიდევ უფრო მაღალია - 18-დან 24 წლამდე გამოკითხულების 70% ბიძინა ივანიშვილს როლს ნეგატიურად აფასებს.
Edison Research-მა კვლევა, პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ჩაატარა.
კვლევაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა.
შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.