შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის უდიდეს გამოწვევად რჩება, რადგან ის დღენიადაგ ევროგაერთიანების დაშლისთვის "ლოცულობს". თქვა დონალდ ტუსკმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
დონალდ ტუსკის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ, სავაჭრო ურთიერთობებში ევროპას აღიქვამს, როგორც "მტერი" და ეჭვქვეშ აყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას
"პირველად ისტორიაში, ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება გაერთიანებულ ევროპას. ის მხარს უჭერს ბრექსიტს და ლოცულობს კავშირის დაშლისთვის", - განაცხადა ტუსკმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ Die Zeit-სთან ინტერვიუში.
დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს ნოემბრის ბოლომდე დაიაკვებს. 1-ელი დეკემბრიდან მას შარლ მიშელი ჩაანაცვლებს.