საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ამნესტი ინტერნეიშენალის" ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი დენიელ ბალსონი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ პოლიციამ პატივი უნდა სცეს მომიტინგეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
"მაშინ როდესაც საქართველოში პოლიცია საპროტესტო აქციას შლის, Amnesty International-ის პოზიცია ნათელია - უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ მომიტინგეების უფლებას მშვიდობიანად შეიკრიბონ და გამოხატონ უკმაყოფილება", - წერს დენიელ ბალსონი "ტვიტერზე".
დენიელ ბალსონის თქმით, შეერთებული შტატების ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენს.
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგალითად გიორგი გახარიამ, საქართველოს საელჩომ აშშ-ში და სხვებმა, უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს", - დაწერა ბალსონმა.