"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელები ოკუპირებულ ტერიტორიებთან უნდა იდგნენ. ამის ნაცვლად კი მათ "საკუთარი თვისტომის წინააღმდეგ ბრძოლას ავალებენ".
"ნაცვლად იმისა, რომ სპეცრაზმელები და შეიარაღებული ფორმირებები იცავდნენ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას, ქართლში, ატოცში, ოძისში, ენგურზე და იქ იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე, აი ამ ხალხს ავალებენ, რომ იბრძოლონ საკუთარი ოჯახის და საკუთარი თვისტომის წინააღმდეგ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.