პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას, რეგიონებსა თუ დედაქალაქში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან. პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია და, რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვის უფლება იქნება დაცული, მაგრამ იმ მოქალაქეების ინტერესიც იქნება განუხრელად დაცული, ვინც ელოდება, ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.