საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიატების სამინისტროს ახალ გენერალურ მდივანთან საჯა ალ-მაჯალისთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და დასახული გეგმების განხორციელების გზები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის დიპლომატური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები. ამასთან, საგრძნობლად გაიზარდა იორდანელი ტურისტების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში და საქართველო იორდანიაში ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად იქცა.