საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პიკეტირების ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ პარლამენტის მუშაობას ხელი შეეშლება, ხელისუფლებამ გარკვეული რეაგირება უნდა მოახდინოს.
"აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და პარლამენტის პიკეტი უნდა მოხდეს, მაგრამ კანონდარღვევას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. აქცია, პიკეტირება და ყველაფერი არის საკმაოდ ნორმალური გამოვლინება, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს ეს ყველაფერი. არსებობს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს, ამაში არანორმალური არაფერია, მაგრამ თუ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ხელს შეუშლიან და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გასცდება, ყველამ კარგად იცის ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს და რა მუხლებია. მე ვფიქრობ, რომ ესეთ ბოროტ კანონდარღვევაზე არ წავლენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.