სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულში, ყველა საჯარო დანიშნულების შენობასა და მილიონამდე სახლზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ. ამ ამბიციური გეგმის სისრულეში მოყვანა 2022 წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მზის პანელების დამონტაჟება დედაქალაქში მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს.
ენერგოსექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კორეის ხელისუფლება მიზნად ისახავს, ქვეყანაში გამომუშავებული ენერგიის 35% განახლებული ენერგიის წყაროდან მიიღოს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებას სურს, მომავალში ენერგოსექტორის 50% მთლიანად განახლებადმა ენერგიამ დაიკავოს.
სამხრეთ კორეა აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკაა, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის შემდეგ.