ბელარუში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერეის- „კულტურის უნივერსიტეტი" ორგანიზებით, გაიხსნა ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ".
გამოფენა ეძღვნება საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. „
აგრეთვე, ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს - ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას, თამარა მატვეენკო-ბატაკოვას, ვალენტინ გუბარიოვს, სერგეი რიმაშევსკის და ანდრეი სმიოლაკის - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გარღმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა გამოფენაში მონაწილეობისთვის.
„კულტურის უნივერსიტეტის" გალერეა ექსპოზიციას მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.