შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზესტაფონში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენება-გასაღების ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, პეტრე პაპაშვილი სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით კუსტარულად აწარმოებდა ფალსიფიცირებულ არაყს, კონიაკს და შამპანიურს.
სამართალდამცველებმა კუსტარული საწარმოდან ამოიღეს რამდენიმე ათასი ყალბი აქციზური მარკა და ასობით ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი.
დაწყებულია წინასწარი გამოძიება. დაკავებულს 4-იდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.