"საზოგადოებას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს," - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას.
ჭიჭინაძის განცხადებით, პროცესებმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლიოს.
"მე ვფიქრობ, რომ ვერ გაითავისეს ის გაკვეთილები, რაც უსწრებდა ამ გადაწყვეტილებას. მე მივიჩნევ, რომ უკვე იწყება ბრძოლა ღირსებისათვის. საზოგადოებას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს. პარლამენტმა თავისი ფუნქცია დღეს დაკარგა.
პოლიტიკამ უნდა დატოვოს პარლამენტი და გადაინაცვლოს ქუჩაში. ხალხი, რეალურად ვინც იძლევა ამ მანდატს, არის მანდატდაკარგული და მოტყუებული. შესაბამისად, ის ადამაინები, რომლებიც ურჩ დეპუტატებად წარმოგვეჩინენ სამარცხვინოა, პირდაპირ სუს-ის კონტროლირებადია. ბევრი მათგანის ადგილი სხვა ადგილასაა”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.