თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ შესვენების დროს მერე, - ასე უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს პატრიოტთა ალიანსის პრორუსულობაზე მიანიშნა და მათთან კოალიცია, ფაქტობრივად, გამორიცხა.
„თავი დაანებეთ ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ტივტივს და პოლიტიკური სპექტრის დახარისხებას პრორუსებად და პროამერიკელებად. თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ შესვენების დროს მერე. ჩვენ ამერიკაშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც საჯარო შეხვედრებს ვმართავთ, თქვენგან განსხვავებით“, - თქვა ინაშვილმა.