თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, - განაცხადა “საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმ გია ვოლსკიმ, ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ".
„მე პირადად არ მომწონს და თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება. არსებობენ როგორც ამ პოზიციის მხარდამჭერნი, ასევე მოწინააღმდეგენი და სახელმწიფოს ვალია რომ პოზიციათა დაპირისპირება არ გადასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს, რაზედაც სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს“, - თქვა ვოლსკიმ.