პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება, – ასე უპასუხა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების შეკითხვას, ბოლოს მომხდარი მოვლენები ხომ არ დააჩქარებს პატრიარქის გადაყენებას და მისი თანამოსაყდრის, მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევას.
რაც შეეხება, პეტრე ცაავას განცხადებას, რომ შიომღვიმის მონასტერში არ წავა, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ ეს რაიმე დამატებითი სასჯელის მიზეზი ჯერჯერობით არ იქნება.
„თუ უნდა, იყოს იმ მონასტერში, სადაც პატრიარქმა აკურთხა, თუ უნდა იყოს სხვა მონასტრებში. ეპარქიის გადაბარების პროცესი ხვალ დაიწყება. ჩამოდიან იურისტები, ეკონომისტები. პროცესი ხანგრძლივია, რადგან მეურნეობა დიდია. მეუფე პეტრეს აქ ყოფნა მას არ უქმნის უხერხულობას, ის აქ ჩამოვიდა, როგორც მორჩილი, ემორჩილება სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.