შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "მეტად მნიშვნელოვანი" განცხადების გაკეთებას გეგმავს. იტყობინება ამერიკული მედია "თეთრი სახლის" ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს ხვალ დილით 9 საათზე (კვირას თბილისის დროით 17:00 საათზე. რედ.) თეთრ სახლში", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "რაღაც მეტად მნიშვნელოვანი მოხდა".
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის სავარაუდო ლიკვიდაციას ეხებოდეს.