მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა, რვა თვის მონაცემებით, 39.9 მლნ ლარს და წლიური გეგმის 80% შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (15.7 მლნ ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (6.4 მლნ ლარი) მოდის.
გამოყოფილი თანხების 61% იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის დაიხარჯა, 23% კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებისთვის
? ნახეთ, ბიუჯეტის მონიტორზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების დინამიკა და მიზნობრიობა - https://bit.ly/33FOYoW