ტელეკომპანია "რუსთავი 2", სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის საავამდყოფოში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებს. ილია ჯიშკარიანის ვიდეო ოჯახის წევრებმა ადვოკტთან საუბრისას დროს ჩაწერეს.
"მირჩევნია, რომ მკვლელობში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა", - ამბობს ჯიშკარიანი ვიდეოში.
შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ილია ჯიშკარიანს კიბრალი წაუყენა. დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლო 11 ოქტომბერს გაიმართება.