“ბრალის დადგენილებაზევე დააფიქსირა, ხელი მოაწერა რომ ბრალს არ აღიარებს. არ ძალადობდა გოგონაზე, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახლაც შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და „ადამიანი არის, ფაქტობრივად განადგურებული“
„ახლაც შოკურ მდგომარეობაშია, გადაცემებთან მედიასთან ნაკლები წვომა აქვს, ექიმი არ გაძლევს ამის ნებართვას. ადამიანი არის ფაქტობრივად განადგურებული”,-ამბობს მარიამ კუბლაშვილი.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალური ძალადობნის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად ცნო. ილია ჯიშკარიანს კი ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე.