ქურდობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. ბოროტმოქმედებმა შპს „აისი" - გურჯაანის ნაყინის საწყობის გამგის ავთანდილ ავთანდილაშვილის საცხოვრებელი სახლიდან 25 ათასი აშშ დოლარი, 2 ათასი ლარი და დიდი რაოდენობით ოქრო წაიღეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს. ბოროტმოქმედები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.