“ბესელია იმსახურებს სრულ მხარდაჭერას, იმიტომ რომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად სასტიკი და ბინძური მეთოდების მსხვერპლია ქართული ოცნების მხრიდან იმ წამიდან, როდესაც ის შეეწინააღმდეგა გუნდს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ზარდიაშვილი როგორც მოვლენა, ის ნებისმიერ კონიუნქტურას მოერგება ოღონდ ხელისუფლებაში იყოს.
„რომელიც არის აი ამ კლანის მფარველი, რომლის გამოკითხვაც მიმდინარეობს. აქ უკვე პოლიტიკაზე აღარაა საუბარი, ადამიანური ფსკერი გახვრიტა ზარდიაშვილმა, რომელიც დაკავებულია ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით ბესელიას და სხვა ოპონენტების მიმართ. ასეთი პარლამენტარი უბრალოდ არ უნდა ჰყავდეს ჩვენს სახელმწიფოს“, - თქვა ხოშტარიამ.