დღეს, 27 სექტემბერს ქართულმა მხარემ ესპანეთის სასამართლოსგან მიიღო თანხმობის წერილი, ზაქარია კალაშოვის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
ესპანეთიდან გამოგზავნილ დასკვნაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კალაშოვის დაპატიმრების შესახებ ჩაითვალა სტანდარტები აკმაყოფილებს ექსტრადიციის სტანდარტებს
2010 წლის 17 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ზ. კალაშოვის საქართველოში ექსტრადიცია მის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების მიზნით.
2010 წლის 4 ივნისს ზ. კალაშოვის მიმართ გამოცხადდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, 2010 წლის 6 ივნისს ესპანეთის სამეფოს ქ. მარბელიაში დაკავებულ იქნა ზ. კალშოვი და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულ იქნა საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც იგი იმყოფება დღემდე.
ამჟამად, ესპანეთის სამეფოს კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ზ. კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.
2006 წლის 15 სექტემბერს ზაქარია კალაშოვს წარედგინა შემდეგი ბრალდებები:
1) კანონიერი ქურდობა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის II ნაწილით.
2) ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, შვიდ დღეზე მეტი ხნით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა~, `ე~ და `ვ~ პუნქტებით.
2006 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ზაქარია კალაშოვის დაპატიმრების ბრძანება. 2006 წლის 17 სექტემბერს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, ზ.კალაშოვი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეელოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის II ნაწილითა და 144-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა~, `ე~ და `ვ~ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სასამართლომ ზ.კალაშოვს მიუსაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით გაასაჩივრეს ზ.კალაშოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. მიუხედავად ამისა, 2007 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი.