უკანასკნელი ერთი კვირის გამორჩეული ფოტოები, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების ობიექტივში.
31 აგვისტო - 6 სექტემბრის საუკეთესო კადრები BBC-მა შეკრიბა.
ენდრიუ მილიგანი| Reuters - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შოტლანდიაში დანფორდის ფერმაში ხარს ეჭიდება.
აჰმად ალ-ბაშა| Getty Images - იემენში, ქალაქ ტაეზში პირველკალსელი მოსწავლეები სკოლის პირველ დღეს ესწრებიან. სკოლა წინა წელს, საჰაერო თავდასხმების შედეგდ დაიბომბა.
მუნირ უზ ზამანი|Getty Images - ბანგლადეშში, ქალაქ დაკაში, საჰიდ სუჰრავარდის სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტები ტროპიკული ცხელებით იტანჯებიან.
ანა ტურლი|AFP - ბრექსიტის დებატების დროს, თემთა პალატის ლიდერმა ჯეიკობ რის-მოგი სხდომაზე წამოწვა. მოგის ქმედება გააკრიტიკეს და უთხრეს რომ „წამომჯდარიყო“.
ენდრიუ მილიგანი| PA მედია - შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარგეონი თმას სჭრის პარლამენტარ დევიდ ტორანსს. პოლიტიკოსებმა ამ ჟესტით, კიბოსთან ბრძოლის ფონდისთვის 1500 ფუნტამდე თანხა შეაგროვეს.
ლორენ ემანუელი|Getty Images - რომში, ვიტორიო ემანუელ II-ის მონუმენტი ელექტროსტატიკური განმუხტვის დროს
გუილემ სარტორიო|Getty Images - სამხრეთ აფრიკაში, დედაქალაქ იოჰანესბურგში, აქციის დაშლის შემდეგ მაღაზია გაიტანეს.
ბრენდონ სმიალოვსკი|Getty Inages - ქარიშხალი დორიანის მიერ განადგურებული პორტი მარშ ჰარბორში, ჩრდილოეთ ბაჰამის კუნძულებზე
გაი ბელი|shutterstock - მდინარე ტემზაზე მოძრავი „ტოლერანტობის გემი“. ინსტალაცია ილია და ემილია კაბაკოვებს ეკუთვნით. გემი ხელოვნების ენის დახმარებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობას ეხმიანება.