ლევან იზორია თადაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თადაცვის მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშილი დაასახელა.