ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ჩარტერული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს, ბათუმს ლიეტუვადან 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95%-ი ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.
უკვე ცნობილია, რომ ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს GetJet Airlines-ი სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში შესრულდება. ის, ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.