სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, „თიბისი ბანკი“ ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაციაა. კობა გვენეტაძის განცხადებით, სხვა საკითხები სებ-ის კომპეტენციაში არ შედის.
„თიბისი ბანკი“ ეს არის სებ-ის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ ბანკს, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეს სებ-ის კომპეტენციაში არ შედის“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.