ჟენევაში მიიღეს საერთაშორისო ნორმატიული აქტი, რომელიც დედამიწის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელს, ზოოპარკისთვის, აფრიკული სპილოს ნაშიერის, სარგებლის მიღების მიზნით გადაცემას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რამდენიმედღიანი დებატის შემდეგ, „გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ცხოველების საერთაშორისო ვაჭრობის პალატამ“ (CITES) კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ევროკავშირმა 87 მომხრე 29 მოწინააღმდეგით, მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ზიმბამბვეს მთავარმა ექსპორტიორმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისცეს.
ამიერიდან, აფრიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით კი ზიმბამბვესა და ბოტსვანიდან, კომპანიებისა და ფიზიკური პირების სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ჯანმრთელი სპლიყვების გაყიდვას გულისხმობს, უკანონოა.
Human Society International-ის ინფორმაციით, ძველი კანონმდებლობის პირობებში, 2012 წლიდან დღემდე, აფრიკის ტერიტორიიდან მხოლოდ ჩინეთის ზოოპარკებს 100 სპლიყვი გადაეცა.
ახალი რეგულაციებით, სპლიყვის აფრიკის ტერიტორიიდან სხვა ადგილას გაგზავნა მხოლოდ განსაკუთრებულ სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში დაიშვება, რომელსაც ორგანიზაცია CITES-ის კომიტეტის წევრები განიხილავენ და არსებობის შემთხვევაში ნებართვას გასცემენ.