25 აგვისტოს ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ კონცერტზე შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის სერენადა, სემუელ ბარბერის ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No.1.
მსმენელის წინაშე წარსდგნენ სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), დავით შამანაური (საყვირი) და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.
კონცერტის დასასრულს აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოუდგა მუსიკოსებს და გულწრფელ ოვაციებს არ იშურებდა. მსმენელი დიდხანს უკრავდა ტაშს და არ ცხრებოდა ”ბრავოს” შეძახილები.
ფეხზე წამომდგარი დარბაზი და მქუხარე აპლოდისმენტები ”ღამის სერენადების” გახსნაზე
ფესტივალი მისი აღდგენიდან მე-11 წელია იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.
გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:
“დასრულდა ჩვენი ფესტივალის პირველი გასვლითი კონცერტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სოლისტებს და გამოვყო ჩვენი ორკესტრი, რომელიც შედგა მუსიკალურ სხეულად და მას სული შთაბერა ვახტანგ მაჭავარიანმა, მისი დიდი მადლობელი ვარ. წინ უსაინტერესოესი კონცერტები გველოდება. ვაგრძელებთ 27 აგვისტოს…”
სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:
“ძალიან საინტერესო კონცერტი იყო. ვფიქრობ, პუბლიკა ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორიგინალური პროგრამა გვქონდა, ჩაიკოვსკის მშვენიერი სერენადა, ბარბერის ძალიან ცნობილი ადაჯიო სიმებიანი ორკესტისთვის… ბათუმში პირველად ჩამოვედი კონცერტით, 27 აგვისტოს იან ერიკ გუსტავსონთან და ანა ლიზა ბეზროდნისთან ერთად კლავისინის პარტიას შევასრულებ”.
ფეხზე წამომდგარი დარბაზი და მქუხარე აპლოდისმენტები ”ღამის სერენადების” გახსნაზე
ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნი, რომ ორკესტრმა გაამართლა თავისი სახელი – ვირტუოზები, ვირტუოზულად დაუკრეს მთელი პროგრამა, როგორც ჩაიკოვსკის სერენადა, ასევე ბარბერის ადაჯიო. ძალიან მიხარია, რომ არაჩვეულებრივი გუნდია, კოლეგიალურები არიან, განწყობა ფანტასტიკურია. სოლისტმა სანდრო ნებიერიძემ ბრწყინვალედ დაუკრა შოპსტაკოვიჩის კონცერტი, ასევე დავით შამანაურმა შესანიშნავად შეასრულა საყვირზე და პარტნიორობა გაუწია მას. ტრიუმფალური წარმატებით დაიწყო ლეგენდარული ლიანა ისაკაძის ფესტივალი…”
დავით შამანაური, მესაყვირე:
”ძალიან ბედნიერი ვარ. პუბლიკა თბილი და განსაკუთრებული იყო. ეს ჩემი და სანდროს დებიუტია. ძალიან ნიჭიერია. შევასრულეთ შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი საყვირისა და ფორტეპიანოსთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ფესტივალს.”
ფეხზე წამომდგარი დარბაზი და მქუხარე აპლოდისმენტები ”ღამის სერენადების” გახსნაზე
სოფო ხალვაში, ბათუმის მერის მოადგილე:
“უკვე მეთერთმეტე წელია, ქალაქ ბათუმში იმართება ეს ფესტივალი, რომელთანაც წლებია თანამშრომლობს ბათუმის მერია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი ჩვენი ქალაქისთვის და მის მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ.”
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – „არტ ალიანსი“. ფესტივალის დირექტორი გახლავთ ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.
პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“