საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშილი ქართველებს აბსოლუტურ იდიოტებად თვლის. მისი აზრით, ივანიშვილის გადაწყვეტილება რუსული პროექტია
„ე.ი. ბავშვებს დასთხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები, და თურმე რისთვის, იმისთვის რომ თურმე ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს, პაქტიკულად დღეს დააანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს რუსთავი, ყველასთან გააიასნოს სიტუაცია და მერე 2020 წელში, რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს. ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიეანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი, ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელს მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად.
ერთი რამე სრულიად ნათელია, ივანიშვილი არის სრულიად პანიკაში, მაგრამ ყველა ვინც ამას დათანხმდება არის აბსოლიტური სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე, პრპორციული სისტემით, მაგრამ რიგგარეშე. გამოცვალოს ცესკოს ბოლომდე ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოიყვანოს საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები“,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.