ძლიერი ქარმა ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. საფრთხე შეექმნა ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. სამშენებლო კომპანია "ორბის" 55-სართულიანი მშენებარე კორპუსიდან, ამწეების ნაწილები ძლიერმა ქარმა მოგლიჯა. მძიმე კონსტრუქციების ვარდნის შედეგად, არავინ დაშვებულა. დაზიანებულია ავტომობილები.
მეპატრონეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მშენებლობები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც არიან მობილიზებულები.