ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დღეს გაფიცულებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. ტყიბულელი მეშახტეები ამბობენ, რომ თანადგომა უნდა იყოს არა მარტო მეშახტეების მხრიდან, არამედ იმ მძიმე სამრეწველო ქარხნებიდან, როგორიც არის რუსთავი, როგორიც არის ზესტაფონი. მათი თქმით, მაღაროელების თქმით, სოლიდარობა ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლებმაც გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანიას სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს, რის გამოც აღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ.