ინგუშეთში მოტომსროლელი პოლკის სამხედრო მოსამსახურე მუსა ძეიტოვი მოკლეს. რუსეთის გენპროკურატურასთან არსებული ინგუშეთის საკითხებში საგამოძიებო სამმართველოს ინფორმაციით, ძეიტოვი მდინარის კალაპოტში მკვდარი დღეს იპოვეს.
მათივე ინფორმაციით, ძეიტოვი ადგილობრივი მაცხოვრებელია.
"იგი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გუშინ მდინარესთან მისი ავტომობილი იპოვეს. მოგვიანებით მდინარეში კი თავად ძეიტოვი ნახეს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილში ასევე ნაპოვნია ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელსაც ძალადობის ნიშნები ეტყობა. მისი ვინაობა ჯერ ჯერობით დაუდგენელია", _ იუწყება რუსული მედია.
მიმდინარეობს გამოძიება.