მარიკო ლეჟავა, ევროვიზიის კონკურსზე შეფასებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს:
"ორი დღეა ვდუმვარ მართლა აი ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე რაც ჩემს გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი ამხელა ზიზღ საიდან გაქვთ დაბუდებული აი ვერაფრით გამიგია.. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი რომ გაკივით ამ ფრაზას ოთო ქართველი არ იყო?თუ ფრანგი იყო??? თქვეი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა მაქამდეე გაანადგურეთ გინდა მორალურად გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არცერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ "ქართველისთვი" და ეხლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა?? ან ის ადამიანები ვიზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მზგავს კომენტარს გააკეთებდა რაზე ფიქრობთ ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით.. თქვენი ნებაა აფსოლიტურად რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი.. არანაირი შურო და ბოღმა არ მამოძრავებდა უბრალოდ ვინც მიცნობს მათ ხომ იციან და აი ვინც არ მიცნობს ეგ ნაკლებად მადარდებს.. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიბყრობს ეგ გრძნობა რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი.. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი ისე ძალიან ცდებით რომ მეტი არ შეიძლება.. ეს ის დრო იყო აი კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო.. და მე იმიტომ ჩამქოლეთ რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს.. შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ არაფერი მაქვს სამტკიცებელი.. მუსიკა ძალიან მიყვარს მეტი რომ არ შეიძლება ისე.. მაპატიეთ რომ მიკერძოებული არ ვიყავი", - აღნიშნა მომღერალმა და ევროვიზია 2019-ის საქართველოს პროფესიონალური ჟიურის წევრმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროვიზიის კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. მან ფინალურ შოუში, საქართველოდან უმაღლესი 12 ქულა მაყურებელთა ხმებით, ხოლო 6 ქულა ჟიურის შეფასებით მიიღო. ევროვიზია 2019-ის ჟიურის წევრები წელს: ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.
თამთა გოდუაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მის ქართველ გულშემატკივრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
მომღერალმა, ფეისბუქ პოსტი მოგვიანებით წაშალა.