მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის სანდრა რულოვსის მოწოდებებს მხარს უჭერს.
„ახლა ფრონტის გაშლის დროა, ახლა არ არის ჩაკეტილობის და ერთმანეთის გაკონტროლების დრო. ეხლა პირიქით არის წინვლის, გაშლილობის, ახალი სისხლის, ახალი ენერგიის, ახალი ხალხის ჩართვის დრო... ერთ რაღაცაში ვეთანხმები სანდრას:
ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე. სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება ნორმალურად არ გამოვა. რათქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოო ჯამში უნდა შეიცვალოს არჩევნებით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან არაფორმალურ სისტემაში, ჩრდილოვან სისტემაში, ფორმალურად ვერ ჩაატარებ სწორად არჩევნებს. ეს, მე მგონი, ელემენტარულია და ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ყველა ერთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი პირობას დებს, რომ უმალ საქართველოში გაჩნდება - პირველივე „დიდი ტალღის“ წარმოქმნისას.
„რაც შემეხება მე, პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან... ახლა ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ ეს მასშტაბური ის, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს და, რა თქმა უნდა, ერთი წამით არ გავჩერდები არსად, მე ვიქნები თქვენთან ერთად მაშინ საქართველოში..", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.