„გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება. ამაში ვარ დარწმუნებული და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად და რაც მთავარია, ვინც დარბოდა თვეები, კვირები, არაფერს არ შეეპუა და გუშინ ძალიან მაგრად ეჭირა თავი საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო უბნების შიგნით. ეს ხალხი არის ნამდვილი ოქროს რეზერვი საქართველოს მომავლის და ძალიან მალე თქვენ იქნებით საქართველოს მაავლის განმკარგავი. სინამდვილეში, ივანიშვილმა გუშინ, რეალურად დიდი დარტყმა მიიღო. ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად? 2004 წლის მარტში, საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახლადარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული.მათ შორის აჭარაშიც ძალიან პოპულარული.
აჭარაში სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი ჩვენს ხელში იყო. ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. და ზუსტად 2 თვეში იქ გამოვიდა ხალხი და ასლან აბაშიძე დაამხო. აი, ეს არის ისტორიის გაკვეთილი. ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშძეს. პრაქტიკულად, მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაში.