ლუვრის პირამიდის არქიტექტორი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. აი ემ პეი, ცნობილი არქიტექტორი იყო, რომელმაც 1980-იან წლებში, ლუვრის პირამიდის პროექტი შექმნა. პეი 1917 წელს, ჩინეთში, ქალაქ გაუნგზოუში დაიბადა. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პეის შემოქმედებით კოლექციას ეკუთვნის ლუვრის პირამიდები და ისლამური ხელოვნების მუზეუმის დოჰაში.
წელს, ლუვრის პირამიდა 30 წლის გახდა. ლუვრის მუზეუმი, პირამიდის შესასვლელით, 1989 წლის 28 მარტს, საფრანგეთის რევოლუციის 200 წლის თავზე გაიხსნა