საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკაში, სოფელი ფარავანთან 7კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.