ვეტექიმებმა ბრიტანეთის საგრაფო დერბიშირში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული 9 თვის გერმანული შეპარდის სიცოცხლის გადარჩენა და სახის სრული რეკონსტრუქცია შეძლეს.
ვეტერინარი, რომელმაც აღდგენითი ოპერაცია ჩაატარა იხსენებს ლეკვი ბელას დაშავებულ სახეს:
„სახე იმდენად იყო დაზიანებული რომ ნამსხვრევები პაზლს ჰგავდა, ურთულესი ოპერაცია იყო, მაგრამ წარმატებით ჩაიარა“
ლეკვი ბელას კბილები და ცხვირის ძალი სრულად დამსხვრეული იყო. მისი ყბის ძვალი სპეციალური დამჭერებით გამაგრდა. ქირურგმა ვეტერინარმა ძაღლის სახე გამწოვი ძაფით გაკერა და სახის სტრუქტურა მთლიანად აღადგინა.
ოპერაცია ვეტერინარმა როსარიო ვეილფუკომ ჩაატარა. მისი განცხადებით ძაღლი თავს ძალიან კარგად გრძნობს და წარმატებით გადის რეაბილიტაციის პროცესს.