აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ამის თაობაზე თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.
შეზღუდვები შეეხება ყველა სექტორს, რომელიც მეტალურგიით არის დაკავებული.
სანქციებით ირანი შემოსავლებს დაკარგავს პროდუქცის ექსპორტისგან, რომელიც უკავშირდება რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის წარმოებას.
საუბარია შემოსავლებზე, რომლიც შესაძლებელია რეგიონში გამოყენებული იყოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, ტერორისტული დაჯგუფებების დაფინასების, აგრესიული ქმდებებისა და სამხედრო ექსპანსიისთვის.