აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
76 წლის ჯო ბაიდენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი კანდიდატი იქნება სხვა დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. ცნობილია, რომ დემოკრატების სახელით საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთვებიან სენატორები ელიზაბეტ უორენი, კამალა ჰარისი, ბერნი სანდერსი და ემი კლობუჩარი.
ჯო ბაიდენი ექვსჯერ იყო სენატორად არჩეული, მუშაობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, როგორც ორგზის ვიცე-პრეზიდენტი და მონაწილეობდა 1988 წლისა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.