58 წლის დემოკრატი სენატორი მინესოტას შტატიდან ემი კლობუჩარი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ის იქნება მეხუთე მოქმედი სენატორი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში ჩაება.
ემი კლობუჩარი მინესოტას შტატის მაცხოვრებლებმა სამჯერ აირჩიეს აშშ-ის სენატში. მანამდე ის კერძო საადვოკატო ბიუროში მუშაობდა, მოგვიანებით კი მინესოტას შტატში, ჰენეპინის საგრაფოს პროკურორად გააგრძელა საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ ემი კლობუჩარი 2017 წელს სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულა.