დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ხალხის ეგზეკუცია, - მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვიდეომიმართვა სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
„მე მესმის რატომ აშენებთ თქვენ ამ ჰესებს, იმიტომ რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია. ეს არ არის საქართველოს ინტერესი, იმიტომ, რომ ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში, ასევე ჰესის აშენება არ შეიძლება, იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს...
მე მინდა ვუთხრა ჩემ პანკისელ დებს და ძმებს, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, გთხოვთ, გამოიჩინოთ, მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულება. ახლა აუცილებელია, დიალოგი. საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც სახის საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან.
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმიტომ რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერებთ. ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა, ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული და ეს პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს.
ახლა ალტერნატივა არ აქვს დიალოგს. მხოლოდ დიალოგის მაგიდასთან უნდა გადაწყდეს ყველა ეს საკითხი. მე პირდად მხარს ვუჭერ ხალხის მოთხოვნას, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჰესი არ აშენდეს. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ესეც უნდა გადაწყვიტოთ დიალოგის მაგიდასთან. დაუყოვნებლივ შეაჩერეთ ხალხის ეგზეგკუცია“, - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.