აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად დიდი მოთხოვნაა სამგზავრო ბილეთებზეც.
„საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ მარტივ და კომფორტულ სერვისს - შეიძინოთ ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ვებ გვერდებზე - (railway.ge; tkt.ge; biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა) ოპერატიულად და შეუფერხებლად ხდება ბილეთების რეალიზაცია.
სამგზავრო დოკუმენტებს შეიძენთ სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს მობილური აპლიკაციითაც.
„საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!