უდავოდ, ბევრს მივაღწიეთ, თუმცა განწყობილნი ვართ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ვიქონიოთ, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
“თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებთ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს”, - განაცხადა ბახტაძემ.