დამოუკიდებელი ქვეყანა, სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ, - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალთან თქვა.
“ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. მართალია მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება, ვინაიდან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა, სწორედ 9 აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ. ეს არის ერის კონსოლიდაციის უპრეცედენტო მაგალითი, რომელიც 30 წლის წინ იყო. მე არ მახსოვს 9 აპრილს როგორც იყო საქართველო შეკრული, ისე შეკრული საქართველო შემდეგ”, - თქვა ძიძიგურმა.